ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში, ქალაქის პირველობაზე საპრიზო ადგილები გადაინაწილეს
29-02-2024

ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მათში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა სპორტულ შეჯიბრებებში.

ამჯერად, მოსწავლეები 21 თებერვალს, მკლავჭიდში საჯარო სკოლებს შორის გამართულ ქალაქის პირველობაში მონაწილეობდნენ, რომელიც სპორტული ცენტრის ორგანიზებით და მერიის სამსახურის მხარდაჭერით, სპორტის სასახლეში ჩატარდა.

შეჯიბრება მკლავჭიდში სამი წონით კატეგორიაში გაიმართა, საპრიზო ადგილები სკოლის საამაყოდ გადანაწილდა, სამივე ადგილი, ამავე სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს: 

II ადგილი - საბა კუბლაშვილი; 

I ადგილი - ვასო ცირეკიძე (+80კგ წონით კატეგორია);

III ადგილი - ზურაბ ცქიფურიშვილი

მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი გიგა სოფრომაძე გახლავთ, რომლის წვლილიც ფასადუდებელია მოსწავლეთა წარმატებაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203