ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
29-02-2024
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებებიდან მონაკვეთები წაიკითხეს, შემდგომ კი მათ შესახებ იმსჯელეს. მათ ასევე წიგნის კითხვის მნიშვნელობა და საჭიროება აღნიშნეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ამ დღეს წიგნის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს