„ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია“ - ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესეები დაწერეს 
29-02-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. სკოლაში, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება. 

გამონაკლისი ამჯერად არ ყოფილა. მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ესეები დაწერეს თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია“, ასევე ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ნახატები შექმნეს.

აღნიშნულ დღეს ბავშვებმა დოკუმენტურ ფილმს - „სატელეგრაფო ოკუპაცია“ უყურეს და საინტერესო დისკუსია - „ოკუპაციის გამომწვევი მიზეზები“ გამართეს. მოსწავლეებმა ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები გაიხსენეს და მათ პატივი მიაგეს.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 103 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203