
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და მათში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას.
ამჯერად, V კლასის მოსწავლეებმა, მარწყვის სათბურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვავილის ნერგები დარგეს და გარემოს გალამაზებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
აქტივობა მასწავლებლის ლალი წულაიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში, ხალისით ასრულებდნენ მითითებებს და დიდი სიფაქიზით რგავდნენ ყვავილებს.
მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: