ზვარეს საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
29-02-2024
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მომავალი თაობის წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სკოლას მედალზე ამთავრებენ.
ამჯერად, სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის ოქროსმედალოსნებს კუთვნილი მედლები გადაეცათ.
მედლები დაიმსახურეს კურსდამთავრებულებმა - ინგა გოგნაძემ, ცოტნე თიკანაშვილმა და თემიკო მაღლაკელიძემ. მათ, თავიანთი წარმატებით, მშობლიური სკოლა, აღმზრდელი პედაგოგები და ოჯახი კიდევ ერთხელ გაახარეს.
სასკოლო საზოგადოება დიდ წარმატებებს უსურვებს მათ და ამაყობს თავისი საუკეთესო შვილებით.