ზვარეს საჯარო სკოლაში სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
29-02-2024
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
სკოლაში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, ლიცეუმის საქმიანობის, მიზნებისა და სასწავლო პროცესის შესახებ ისაუბრეს.
ელექტრონული პრეზენტაცია საინტერესო მასალებს ქართული ჯარის და მისი სასწავლებლის საქმიანობის შესახებ მოიცავდა. მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი საამაყო ჯარის წარმომადგენლებისგან“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს