რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლის - ელენე კაკალაშვილის პროექტმა დაფინანსება მოიპოვა
29-02-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ელენე კაკალაშვილი. 

ელენემ შექმნა პროექტი, რომელმაც პროექტში გამარჯვება და დაფინანსება მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მოაწყო ახალგაზრდული ბანაკი სურამში „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის/Cys centre'“ საშუალებით. ბანაკი იყო ოთხდღიანი და მისი მსვლელობისას 5-მა ჯგუფმა დაწერა პროექტები ტრენერის, ნინო ქვარიანის დახმარებით.

სწორედ აქ წარადგინა თავისი პროექტი ელენემ, რომელიც შეეხება რუსთავის მთის იაღლუჯას გამწვანებას, რის შედეგადაც შეწყდება მიწის ეროზია, გაიწმინდება ჰაერი და სამომავლო პერსპექტივით შეიქმნება რეკრეაციული სივრცე.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავში ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 4 გრადუსით მოიკლებს, ხოლო ზამთარში 4 გრადუსით მოიმატებს.  

სკოლაში მადლობას უხდიან ქალაქის მერიას საინტერესო ინიციატივებისთვისა და ახალგაზრდების გააქტიურებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203