მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე - დავით შონია ბიბლიოთეკაში გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაზე წარმატებით წარდგა
29-02-2024
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
მათ შრომას კი შედეგი მოაქვს და ნიჭიერი, მიზანდასახული მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. ამჯერად, ნორიოს ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნებოდა, მე-6 კლასის მოსწავლე დავით შონია წარდგა.
მან ქართველი პოეტისა და მწერლის ალექსანდრე აბაშელის (ისააკ ჩოჩიას) ბიოგრაფია და შემოქმედება მიმოიხილა. მოსწავლემ საინტერესოდ ისაუბრა, შესაძლებლობები გამოავლინა, ინფორმაცია სხვებსაც გაუზიარა და ცოდნა გაიღრმავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს