
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლისთვის, ხარისხიანი განათლების გაცემასთან ერთად, ახალგაზრდებში სპორტული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყოველივე ეს კი დიდ შრომას, პასუხისმგებლობას მოითხოვს, როგორც მასწავლებლების ისე მოსწავლეებისგან, თუმცა შედეგიც არ აყოვნებს, როგორც სკოლის დირექტორი ზვიად გიანაშვილი ამბობს: „ასე იწერება ისტორია!...“.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე გოგონებიც და ვაჟებიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ჩემპიონები გახდნენ მაგიდის ჩოგბურთში და გოგონები ფრენბურთში.
მოსწავლეთა წარმატება, მასწავლებლის ნადია უშიკიშვილის დიდი შრომის შედეგია, ის განსაკუთრებით ამაყობს მათი წარმატებით და წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: