მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, პედაგოგ ნანა გიორგაძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, გარემო დაათვალიერეს და წიგნები წაიკითხეს. სკოლის ბიბლიოთეკარი სვეტლანა ჩაჩავა მოსწავლეებს წიგნის სიყვარულზე ესაუბრა.
მათ ბიბლიოთეკიდან გამოწერილი წიგნების კითხვა საკლასო ოთახშიც გააგრძელეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მშობელთა ჩართულობაც იყო. კერძოდ, მშობელმა - სოფიკო ნადარეიშვილმა მათ ზღაპარი წაუკითხა, რასაც მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ.
„ძალიან საინტერესო დღე გამოგვივიდა“,- ამბობს მასწავლებელი ნანა გიორგაძე.
იხილეთ ფოტოები: