ორბელის საჯარო სკოლის თანამშრომლები, „სიკეთის დღეების“ ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და სოფლის უხუცესს ესტუმრნენ
29-02-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება „სიკეთის დღეების“ ფარგლებში, რომლის ინიციატორი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძეა, გამოწვევას შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ისინი ჩხუტელის საჯარო სკოლამ გამოიწვია.
ორბელის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა და ტექნიკურმა პერსონალმა გადაწყვიტეს, რომ ამ პროექტის ფარგლებში, სკოლის ღვაწმოსილი პედაგოგები: როლინა მინდაძე, იზოლდა გოგებაშვილი, ბუდუ ქობულაძე, მევლუდ მეგრელი მოენახულებინათ. სასკოლო საზოგადოების მიზანი იყო მათთვის სიყვარული გადაეცათ და „გულები გაეთბოთ“.
გარდა ამისა, სოფლის უხუცესა - კოწია ხუბუკელაშვილს ესტუმრნენ ,რომელიც მარტში 100 წლის გახდება. მათ უხუცესს დღეგრძელობა უსურვეს.
როგორც ორბელის საჯარო სკოლაში ამბობენ, ისინი „სიკეთის დღეების“ ფარგლებში, ლაჯანის საჯარო სკოლას იწვევენ და ესტაფეტასაც გადასცემენ.