„თამბაქოს მავნე ზემოქმედება“ - მარნეულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პრეზენტაცია 
29-02-2024
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს აქტივობაზე, რომლის თემაც იყო - „თამბაქოს მავნე ზემოქმედება“. 

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები და გააკეთეს პრეზენტაცია, მოიძიეს საინტერესო და საჭირო ცნობები და ერთმანეთს გაუზიარეს. 

შეხვედრა შემეცნებითი, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ისინი ხალისით იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203