მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა კიბერუსაფრთხოების კვირეულს აქტიურად შეუერთდა
29-02-2024
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, სკოლა კიბერუსაფრთხოების კვირეულს აქტიურად შეუერთდა. მის ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები მოამზადეს. გარდა ამისა, V-IX კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა, ჩატარდა საუბრები და მოეწყო პრეზენტაციების ჩვენება.
აღნიშნულ ღონისძიებაში სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი - ნატრული თედორაძე და სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლის მშობელი - ნინო კაჭარავა აქტიურად მონაწილეობდნენ. ეს უკანასკლენლი კი ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთო. მან მოსწავლეებს მინი ლექცია ჩაუტარა და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გაუზიარა.
„დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისათვის. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოებისა და კიბერბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს