ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლეებმა შაშის ტურნირზე დიდი წარმატებით იასპარეზეს
29-02-2024
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ.

2024 წლის 28 თებერვალს სპორტული ცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლებს შორის, შაშში ქალაქის პირველობა ჩატარდა. მასში ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.

აღნიშნულ ტურნირზე პირადულ შეჯიბრში პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:

I ადგილი - ალექსანდრე აბესაძე (მე-9 კლასი);
II ადგილი - ანრი გოგავა (მე- 9 კლასი);
||| ადგილი – მარიამ ლაფერაძე (მე-11 კლასი) .

მათი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი შალვა ბიბილაშვილია, რომელიც მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203