იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ
29-02-2024
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებისა და განვითარებისთვის დაუღალავად შრომობენ.
ახლახან, სკოლასა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზიმო ვითარებაში გაფორმდა. რომლის მიხედვით, საქართველოს ბანკი საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, ხუთი წლის განმავლობაში, 1000-1000 ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სტიპენდიით დაჯლდოება, 2023-2024 სასწავლო წლის 15 სექტემბერიდან ხორციელდება. სკოლაში სტიპენდიის დაარსების იდეა და მისი განხორციელება სკოლის დამაარსებლის - სილოვან ხუნდაძის შთამომავალს - ეკა ასათიანს ეკუთვნის. ჩაფიქრებული საქმე კი სკოლის დირექციამ სისრულეში მოიყვანა.
სკოლის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, კომისია საგნობრივი კათედრების მიხედვით შეიქმნა, საბაზო საფეხურის მოსწავლეთაგან კანდიდატები დასახელდნენ და შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად, სტიპენდიანტები გამოვლინდნენ.
„ამ მეტად სასიკეთო საქმეს საქართველოს ბანკიც შეუერთდა. საქრთველოს ბანკის დაფინანსებით, კიდევ 4 მოსწავლე მიიღებს 1000-1000 ლარიან სტიპენდიას.
ვიმედოვნებთ, ჩვენი სკოლის წამოწყებულ ამ მეტად სასიკეთო ინიციატივას, კვლავდაკვლავ გამოუჩნდებიან გულშემატკივრები და მომავალში მეტი მოსწავლის წახალისებას შევძლებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს