ბარალეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა - ანანო გვარამაძემ და ნოდარ გვარამაძემ საგნობრივ ოლიმპადაში ოქროს მედლები მოიპოვეს
29-02-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. შედეგად, ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ ოლიმპიადაში ხშირად მონაწილეობენ და შთამბეჭდავი შედეგებიც აქვთ.

ამჯერად, სკოლა IX კლასის მოსავლე - ანანო გვარამაძემ და VIII კლასის მოსწავლე - ნოდარ გვარამაძემ ასახელეს. მათ „კინგსის“ 2023 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ლიგაზე წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

სკოლის დირექტორმა - მაკარ ისაკიძემ წარმატებულ მოსწავლეებს კუთვნილი მედლები და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.  სასკოლო საზოგადოება ამაყობს მოსწავლეთა მიღწევით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203