გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა თამარ მეფის მოღვაწეობას პრეზენტაცია მიუძღვნეს
29-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება და არაერთ სასკოლო ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, თავი მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გამოიჩინეს. მათ თამარ მეფის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მანამდე კი გრიგოლ ორბელიანის პოემიდან - „სადღეგრძელო“, ნაწყვეტი შეისაწავლეს, სადაც თამარის მეფობის მნიშვნელოვანი ეპიზოდია ასახული. 

მეხუთეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.

„ყოჩაღი და აქტიური მეხუთე კლასი“,- მათმა აქტივობამ სკოლაში შექება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203