„სკოლის გარემო და სასწავლო პროცესი“- განჯალის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეება სიუჟეტი მოამზადეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს და არაერთი ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა, კომპლექსური დავალება შეასრულეს. მათ მოამზადეს მოკლე საინფირმაციო სიუჟეტი - „სკოლის გარემო და სასწავლო პროცესი“.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე, მასწავლებელ
ნანა მაისურაძის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. ისინი ვიდეოში ქართულ ენაზე საუბრობენ და სასკოლო გარემოს აღწერენ. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესზე.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:
ვიდეო