„ჩემი საყვარელი მწერალი“- გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
29-02-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - იადონა ზედგინიძის დახმარებით, პროექტი - „ჩემი საყვარელი მწერალი“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა მსმენელებს საყვარელი მწერლების ბიოგრაფია გააცნეს, მათი ცნობილი ნაწარმოებების მოკლე ანალიზი გააკეთეს, საინტერესოდ ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს ურჩიეს, საყვარელი მწერლის რომელი ნაწარმოები წაეკითხათ.