
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში ჩაერთო.
ამ დღესთან დაკავშირებით, მათემატიკის მასწავლებელმა, ხათუნა ფირცხალავამ, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან: მარინა ხოფერიასა და მადონა ჯიშკარიანთან ერთად, საინტერესო ატივობა მოაწყო, რომელიც გულისხმობდა მათემატიკური ზღაპრების ხმამაღლა კითხვას.
V-VI კლასის მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს წაუკითხეს მათემატიკური ზღაპრები, კითხვა-პასუხის რეჟიმში მეტად გაიაზრეს წაკითხული და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ წიგნი ჩვენი მეგობარია!
დღე სახალისო, ემოციებით დატვირთული და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: