ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში წარმატებით ისაპარეზეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები - ერეკლე კოსტავა, თემო მოისწრაფეშვილი, ლიზი ტუღუში და მარიამ ტუღუში, სოფელ აცანაში გამართულ, გია ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად და წარმატებით ისაპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ გოგონებს შორის მეორე ადგილი მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ტუღუშმა დაიკავა, ხოლო ბიჭებს შორის - მეორე ადგილი მეცხრე კლასის მოსწავლე თემო მოისწრაფეშვილმა.
„ვულოცავთ მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს მოსწავლეებსა და მასწავლებელს“,- სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ხარობენ.
იხლეთ ფოტოები: