„თამბაქოს მავნე ზემოქმედება“ - ეკის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
29-02-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, თემაზე - „თამბაქოს მავნე ზემოქმედება“. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია ბიოლოგიის მასწავლებლის ლალი კარტოზიას ხელმძღვანელობით წარადგინეს, დასასრულს კი, მოაწყვეს დისკუსია და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

1. რა სიკეთის მოტანა შეუძლია სიგარეტს?
2. საკუთარი ნებით რატომ უწყობს ხელს მწეველი ჯანმრთელობის გაუარესებას?
3. რატომ ხდება მწეველი ადამიანი დამოკიდებული ნიკოტინზე?

პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ოჯახის ექიმი ინგა წულაია, რომელმაც მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თამბაქოს მავნე ზემოქმედებაზე, ესაუბრა თუ რა როლს ასრულებს ნიკოტინი სუნთქვის და სხვა ორგანოთა სისტემების გამართული მუშაობის დარღვევაში, რა გადაწყვეტილებები მიიღონ უკვე თავიანთ ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.

დისკუსიის დასასრულს VI კლასის მოსწავლეებმა გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები სკოლაში, იმ მიზნით, რომ თავიანთი ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინათ და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობაზე ეზრუნათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203