
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამის დასტურია მე-2 კლასის მოსწავლეთა შექმნილი შთამბეჭდავი მაკეტი.
მოსწავლეებმა, დიდი სიამოვნებითა და ხალისით, მშობელთა ჩართულობით, ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოს მოდელი შექმნეს.
მოსწავლეების ნამუშევარმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ მთელი გულით იმუშავეს საბოლოო შედეგის მისაღებად და სასურველ მიზანსაც მიაღწიეს.
დღე ხალისიანი, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: