
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებითა და მათთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნით ყოველთვის გამოირჩევა.
ამჯერად, გიმნაზიისა და „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ერთობლივმა, ხატვის წრემ დედის დღისადმი მიძღვნილ აქტივობა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ წრის ყველა ჯგუფის მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ემზადებიან დედის დღისთვის და სიყვარულით ამზადებენ მისალოც ბარათებს, საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევრებს კი პატივისცემით უსახსოვრებენ დედებს.
გიმნაზიაში იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ემოციების გამოხატვისა და ამასთანავე შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა.
ფოტოები: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“