ხონის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
29-02-2024

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

მათ შორის არიან, მარიამ ჯალაღანია და მადლენა კიკაბიძე, რომლებიც ოქროს მედლებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

ახლახან, ხონის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ, მათ შორის იყვნენ ხონის მესამე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნები.

ჯილდო ახალგაზრდებს ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ პირადად გადასცა, სწავლაში მიღწეული წარმატება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„მშობლიური სკოლა ულოცავს მარიამსა და მადლენას და უსურვებს წარმატებებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203