„გენური თერაპია- ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განკურნების შანსი“ - ქუთაისის N40 სკოლაში შემეცნებითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
29-02-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

19 თებერვალს, სკოლაში გაიმართა პროექტის - „გენური თერაპია- ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადების განკურნების შანსი“ პრეზენტაცია. 

პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა დანელია გახლავთ, ხოლო პროექტში ჩართული მოსწავლეების დამრიგებლები - ირინე ყურაშვილი, დიანა ზურებიანი და ინგა ხაჟომია არიან. პროექტი მიზნად ისახავდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.

პრეზენტატორები იყვნენ მე-11, მე-11 და მე-11 კლასების ფოკუს ჯგუფის მოსწავლეები.

პროექტი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

1. მასწავლებლის მიერ პროექტის წარდგენასა და პროექტის გეგმაზე მუშაობას;

2. კოლექტიური სვლით ლიზა ჯენოვას წიგნის - „ჯერ კიდევ ელისის“ მიხედვით ფილმის ჩვენება;

3. ინფორმაციების მოძიებას პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადების მიმდინარეობის ნიშნებისა და ასაკობრივი მაჩვენებლების შესახებ. დაავადების მკურნალობის არსებული მეთოდებისა, მკურნალობის პერსპექტივებს გაცნობა;

4. შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან და ნამუშევრების პრეზენტაციაა.

პრეზენტატორებმა მოძიებული მასალა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ია ჩინჩალაძე, მე-11 ა,ბ,გ კლასების დამრიგებლები - ირინე ყურაშვილი, დიანა ზურებიანი, ინგა ხაჟომია. საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები - სოფიო გველესიანი, ნათია ფაჩუაშვილი, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლები - ნინო ბანცაძე და ვახტანგ შარადენიძე, მშობლები და მოსწავლეები, ასევე სკოლის ექიმი ქეთევან უფლისაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203