ფლევის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა საოცნებო პარკის მაკეტი შექმნეს 
29-02-2024

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც ბავშვებს მრავალფეროვნებით ანებივრებენ. 

ახლახან, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, სივრცული ფიგურების გამოყენებით, შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტი თემაზე - „ჩემი საოცნებო პარკის“. 

მოსწავლეებმა საოცნებო პარკის მაკეტი დაამზადეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მაკეტზე მუშაობა მესამეკლასელებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა, შესაბამისად სამუშაოს წარმატებით გაართვეს თავი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203