ვარდისუბნის საჯარო სკოლაში 26 მაისი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნეს
25-05-2018
„საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით“ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება ისტორიის პედაგოგმა ირმა ყეინაშვილმა მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა. ღონისძიებაში V-X კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
მათ თემატურად შექმნილი საკუთარი ლექსები და ნახატები წარმოადგინეს.