ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლე მათე გოგელიძემ საერთშორისო ტურნირზე, კიკბოქსინგში ოქროს ქამარი მოიპოვა
29-02-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლა მათე გოგელიძეს გვაცნობს, რომელიც გახდა ოქროს ქამრის მფლობელი და სომხეთის ჩემპიონი. 

მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა ტურნში, რომელსაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ერთადერთი ოფიციალური ფედერაცია სომხეთში, ასევე ევროპის CH1-1 ოქროს ქამრის კონფედერაცია და შიდოკას ეროვნული ფედერაცია ყოველწლიურად აწყობს.

საერთაშირისო ტურნირი კიკბოქსინგში ერევანში 23-24 თებერვალს ჩატარდა, სადაც წარმატებით წარდგა ქუთაისის სპორტული დაწესებულება. სწორედ ქუთაისის სპორტული დაწესებულების სპორტსმენი გახლავთ, მე-40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მათე გოგელიძე, რომელმაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქროს ქამარი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათეს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203