თბილისის N124 საჯარო სკოლის დერეფანს მოსწავლეთა შექმნილი ნამუშევარი დაამშვენებს
29-02-2024
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

მოსწავლეები საკუთარი შემოქმედებით ალამაზებენ სასკოლო გარემოსაც, რაც სკოლაში ახარებთ და მოწაფეთა ინიციატივებს აქტიურად ახალისებენ. 

„ასეთი, გალამაზებული დაგვხვდა დღეს დერეფანი ხელოვნების კაბინეტის მიმდებარედ“,- გვეუბნებიან სკოლაში და მე-9, მე-9, და მე-10 კლასის მოსწავლეთა შექმნილ ნამუშევარს გვიზიარებენ, რომელიც დღეიდან სკოლის დერეფანს დაამშვენებს. 

სკოლაში მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს სასკოლო გარემოს გალამაზებისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...