ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საარჩევნო სერვისებისა და სიახლეების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
29-02-2024
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

26-27 თებერვალს, საინფორმაციო სასწავლო პროექტის - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ფარგლებში, ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო სასწავლო შეხვედრა. 

შეხვედრის თემა იყო - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზაციის შესახებ, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებზე და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ტრენინგს უძღვებოდა ქალბატონი სალომე ქაჯაია

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203