
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. გიმნაზიაში დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესზე დაკვირვებას და
ამის გათვალისწინებით, მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრას.
28 თებერვალს, გიმნაზიაში, მისი ყოვლადუსამღვდელოესი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) იმყოფებოდა.
მეუფე გიმნაზიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო, შეხვდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ისაუბრა მათთან სხვადსხვა საკითხზე.
შეხვედრა ძალიან თბილი და სასიამოვნო იყო სასკოლო საზოგადოებისთვის, ისინი მოხარულები იყვნენ მეუფესთან შეხვედრით და გულწრფელი ემოციების გამოხატვით.
იხილეთ ფოტოები: