ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეორეკლასლმა სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა
25-05-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლემ დავით კომახიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის გამართულ ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერის კონკურსში 1-ელი ადგილი დაიკავა. 

კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით მესამე წელია ტარდება.

დავით კომახიძე 6-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოდიოდა. კონკურსის ფინალურ ტურში მოსწავლემ „ბათუმელი გოგო ბიჭები“ შეასრულა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დავითის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკის მასწავლებელმა ლალი ქათამაძემ. 

სკოლა აღსაზრდელს პირველ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203