„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლე ლუკა გობეჯიშვილი გაცვლითი პროგრამით ამერიკულ სკოლაში ისწავლის
01-03-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან, მსოფლიო დონის განათლებას აძლევს. შესაბამისად, მოსწავლეები წარმატებით უმკლავდებიან საერთაშორისო გამოცდებს. 

ამჯერად, სკოლაში ლუკა გობეჯიშვილის წარმატებს აღნიშნავენ. მოსწავლემ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში - FLEX გაიმარჯვა. შედეგად, ლუკა ერთი აკადემიური წლით უფასოდ ისწავლის ამერიკულ სკოლაში, იცხოვრებს მასპინძელ ოჯახში და მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას. შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეს - ლუკა გობეჯიშვილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურულ გაცვლით პროგრამა FLEX-ში გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203