„ევროკავშირის მოდელირება“ - შთამბეჭდავი საგანამანათლებლო პროექტი „ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“
29-02-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლაში“ მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებზე ზრდიან, მათ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას ასწავლიან და უვითარებენ იმ უნარებს, რაც პროგრესულად მოაზროვნე თაობისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია. 

23-24 თებერვალს სკოლაში ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი - „ევროკავშირის მოდელირება“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი იყო მონაწილეებში ევროკავშირის სტრუქტურის, ღირებულებების და მუშაობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე კრიტიკული აზროვნების, ეფექტური პრეზენტაციის, კომუნიკაციის და საჯარო სიტყვით გამოსვლის უნარების გაუმჯობესება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სახელით მსჯელობდნენ თემაზე: „უნდა შევიდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში?“. 

მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია და არგუმენტირებულად დაამტკიცეს რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.

სკოლაში მხარდამჭერ ორგანიზაციას მადლობას უხდიან თანამშრომლობისთვის.

„მადლობა ProActive Group Georgia-ს თითოეულ წევრს ეფექტური თანამშრომლობისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203