
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, მათთვის შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა მეტად საინტერესო და სახალისოა.
ახლახან, სკოლა „ორნატის“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების - „Моя семья“, საინტერესო პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა დავალებაზე რუსული ენის შესწავლისას იმუშავეს და დაკისრებულ საქმეს წარმატებით გაართვეს თავი.
მოსწავლეებმა შექმნეს საოჯახო ფოტოალბომები და უცხოურ ენაზე საინტერესოდ ისაუბრეს საკუთარი ოჯახის წევრებზე. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი ოჯახის ყველა წევრი.
პრეზენტაციისას ბავშვებმა გამოიყენეს ნასწავლი ლექსიკური მარაგი და გრამატიკული მასალა. დადებითი შეფასება მიიღო მოსწავლეთა ნამუშევრებმა და პრეზენტაციამ.
პრეზენტაციის ხელმძღვანელი გახლდათ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ლაბაძე.
იხილეთ ფოტოები: