
თბილისის N141 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი აქტიურად მუშაობს, საინტერესო იდეებსა და ინიციატივებს ახორციელებს და ზრუნავს სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე.
23 თებერვალს, ეკოკლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელ ლიზი ლომიძესთან და გეოგრაფიის პედაგოგ ია ხითარიძესთან ერთად იმყოფებოდნენ „ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციაში“.
ეკოკლუბელებს უმასპინძლა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა. ის კლუბის წევრებს ესაუბრა ნარჩენი საბურავების სწორ მართვაზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე, ცირკულარულ ეკონომიკასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემებზე.
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება შემეცნებითი და ინფორმაციული იყო, მათ არაერთი საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რომელსაც სკოლაში დიდი სიამოვნებით გაავრცელებენ.
სკოლაში, ასოციაციას მადლობას უხდიან კარგი დახვედრისა და საინტერესო საუბრისთვის.
„მადლობას ვუხდით „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციას“ მასპინძლობისთვის და ვიმედოვნებთ კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: