ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-12 კლასელებისთვის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
04-03-2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფორიენტაციის განსაზღვარაში ეხმარებიან. ამ მიზნით მოსწავლეებთა საინფორმაციო შეხვედრები იმართება, მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხავა სასწავლო პროგრამას, რაც მათ არჩევანს ამარტივებს. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები დაიწყო.

 ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა ჯემალ კარალიძემ და შოთა ჯიჯეიშვილმა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მე-12 კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, სიახლეები და ინფრასტრუქტურა გააცნეს.

საინფორმციო შეხვედრის დასრულების შემდეგ აბიტურიენტებს ბსუ-ს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203