ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პუბლიცისტური წერილები დაამუშავეს
01-03-2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. პედაგოგებიც ბავშვებს მრავალფეროვნებით ანებივრებენ. 

მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესოა პროექტული სწავლება სამოქალაქო განათლებაში.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს თემაზე - „ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების პუბლიცისტური წერილები“.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ანა ანუშიძე) დაამუშავეს ვაჟა ფშაველას, ბარბარე ჯორჯაძის, ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილები, შექმნეს და პრაქტიკაში შეამოწმეს საკუთარი ხელით დამზადებული ფერადი ფაზლების ეფექტიანობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203