ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ხატვის კონკურსში 
29-02-2024

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას არაერთი წარმატებული და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლე ჰყავს. 

ამჯერად, ისინი „ტოიოტას“ გამოცხადებულ ხატვის კონკურსში - „ოცნების ავტომობილი“ მონაწილეობდნენ. 

კონკურსი დასრულდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთა შორის 8-11 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან არიან ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები:

 1. ადგილი - თეკლა ბაზიაშვილი;
 2. ადგილი - ლილე ჯაიანი;
 3. ადგილი - ანანო ანდღულაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებულები სიმბოლურად დასაჩუქრდებიან „ტოიოტას ცენტრის“ მიერ და ასპარეზს საერთაშორისო კონკურსზე გააგრძელებენ.

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს პატარა მხატვრებს და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203