ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ
28-02-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ იქ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი ღონისძიება ეძღვნება. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, აქტივობა დაწყებით კლასებში გაიმართა.
მოსწავლეებმა წიგნები წაიკითხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. აქტივობაში უფროსკლასელებიც ჩაერთნენ, რომლებმაც პატარებს ნაწარმოებები ხმამაღლა წაუკითხეს.
მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს