ვახანის საჯარო სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი გაიმართა
29-02-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნასა და წახალისებას წარმოაჩინონ ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი უნარები დიდი ყურადაღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი - „სასკოლო ლიგა 2024“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს VII-XII კლასის გუნდები: VII, X კლასის გუნდი - „ბობოლები“ (დამრიგებელი ლია არევაძე); VIII, XII კლასის გუნდი - „ვახანურა“ (დამრიგებელი მთვარისა გაბეხაძე) და IX, XI კლასის გუნდი - „შერეკილები“ (დამრიგებელი ნესტან გელაშვილი), შეეჯიბრნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური: სკოლის დირექტორი, ნანა ინასარიძე, მერის წარმომადგენელი ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან გოგოლაძე და მასწავლებელები - მარიამ ნოზაძე, მაია ლაცაბიძე და თორნიკე ინასრიძე.

კონკურსი ძალიან სახალისო, საინტერესო და თანაბარი იყო. გუნდები თავიანთი დამრიგებლების მონაწილეობით შესანიშნავად წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გუნდ - „ბობოლებისგამარჯვებთ დასრულდა.

დღის ბოლოს, ჟიურიმ დაასახელა „თამაშის საუკეთესო მონაწილე გოგონა“ - გვანცა არევაძე და „თამაშის საუკეთესო მონაწილე ბიჭი“- ლექსო არევაძე.

სკოლაში მადლობას უხდიან მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. 

„მადლობა დამრიგებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, ჟიურის წევრებს, დამსწრე საზოგადოებასა და ღონისძიების ორგნიზატორსა და წამყვანს ლაური ღონღაძეს საინტერესოდ ორგანიზებული, სასიამოვნო დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203