ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის წინასაკონკურსო შესარჩევი ტური გაიმართა 
29-02-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

ახლახან, ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კლუბის კურატორის - ლაური ღონღაძის თაოსნობით, გაიმართა პროექტის - „რა? სად? როდის?“ წინასაკონკურსო შესარჩევი ტური VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზე და ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს. 

გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებიც გადანაწილდებიან გუნდებში და მონაწილეობას მიიღებენ შიდასასკოლო კონკურსში - „რა? სად? როდის?“. 

მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება, რაზეც პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203