
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში ინტელექტუალური პროექტი „ყველაზე ჭკვიანი“ წარმატებით გრძელდება.
ამჯერად, საკუთარი ცოდნის გამოვლენაში ერთმანეთს საშუალო საფეხურის მოსწავლეები შეეჯიბრნენ, სადაც „ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე“ - ლილი ინასარიძე გამოვლინდა.
„ყველაზე ჭკვიანი“ არის ინდივიდუალურ მუშაობაზე გათვლილი პროექტი, რომელიც მოიცავს ყველა საგნის ცოდნას“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროექტის ორგანიზატორი პედაგოგი ლაური ღონღაძე გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: