ზესტაფონის N2 სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვეს
28-02-2024
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერადაც, სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევით ხარობს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვების გამოვლენას გულისხმობდა, მოსწავლეებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.

შედეგად კი, ჰარვარდის მიერ ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო სასერტიფიკაციო პროგრამაზე სწავლა 2 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 12 მოსწავლეს 60%-ით დაუფინანსდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობას პედაგოგები აქტიურად ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203