პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
28-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ხილი და ბოსტნეული, ფერებთან ერთად, შეისწავლეს. 

ბავშვებმა ნახატებზე გამოსახულ სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულს ინგლისურად თავიანთი სახელწოდებები მიუწერეს. მათ ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები ბავშვებს მოტივაციას მეტად უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203