ეწერის საჯარო სკოლა იუსტიციის სამინიტროს პროექტში აქტიურად ჩაერთო
25-05-2018
წალენჯიხის ეწერის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ აქტიურად ჩაერთო.
პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ახორციელებს.
სკოლის ისტორიის მასწავლებლის ასმათ ციმინტიას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა გუნდი: კაპიტანი - აკაკი ფიფია, გუნდის წევრები: დიმა ჯინჯოლავა, სალომე ფიფია, დათა სამუშია , გვანცა შონია და გიგი ფიფია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო კონკურსისთვის მზადება იყო.