იყალთოს საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
28-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. 

IX კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის - ნ. ბაჩიაშვილის ხელმძღვანელობით, 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული დღე გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოიძიეს და წაიკითხეს კ. ნადირაძის ლექსი: „25 თებერვალი“.

ბავშვებმა ასევე ისაუბრეს ქართველი იუნკერების და წარმოშობით იყალთოელის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტის - მარო მაყაშვილის შესახებ, რომელიც მოწყალების დად წავიდა ფრონტზე და თბილისის მისადგომებთან ტრაგიკულად დაიღუპა. მოსწავლეებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიება საინტერესო და ინფორმაციული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203