
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, დაწყებით საფეხურზე ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, სახელწოდებით - „ნორჩი დეკლამატორები“, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველ ადგილზე გავიდა მე-6 კლასის მოსწავლე თამუნა მურვანიძე, მეორე ადგილი, მე-3 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ფუტკარაძემ დაიკავა და მესამე ადგილი კი, მე-4 კლასის მოსწავლეს ლანა ჯაიანს ერგო.
აღსანიშნავია, რომ კონკურს ხელმძღვანელობდა მე-4 კლასის მასწავლებელი ფატი პაიჭაძე.
მოსწავლეებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი, შემოქმედებითი და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: