
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოსწავლეებში კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული თუ უცხოური ლიტერატურიდან ამონარიდები. შემდეგ ესტუმრნენ სოფლის ბიბლიოთეკას და გაეცნენ ქართველ მწერალთა და პოეტთა შემოქმედებას.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იცნობდნენ კლასიკოსების შედევრებს, ჩვენს ქვეყანაში თუ მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული მწერლების შემოქმედებას და ზოგადად, წიგნიერების მნიშვნელობას.
მოსწავლეებისთვის დღე დასამახსოვრებელი, ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: